Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სულხან ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ პანკისელების დაკავება არჩევნებს უკავშირდება

ვფიქრობ, რომ მათზე გავლენის მოსახდენად აღიძრა ეს საქმე. აქამდე ისინი არ ერეოდნენ არჩევნებში და შესაძლოა ამით უნდათ, რომ აიძულონ.

344

ტაჯიკელი ბიზნესმენების საქმეზე, თბილისში დაკავებული პანკისის მკვიდრი ზელიმხან აჭიშვილი, სოქალაქო აქტივისტის, სულხან ბორძიკაშვილის ცოლის ძმაა

 

აქტივისტი მიიჩნევს,რომ დაკავება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. როგორც მან რადიო ჰერეთს განუცხადა, აჭიშვილი, ფარეულიძე, დუიშვილი და ზელიმ ბაკაევი ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან და წარმოადგენენ ავტორიტეტებს პანკისში.

ვფიქრობ, რომ მათზე გავლენის მოსახდენად აღიძრა ეს საქმე. აქამდე ისინი არ ერეოდნენ არჩევნებში და შესაძლოა ამით უნდათ, რომ აიძულონ. რაც შეეხება ბრალდებას და გატაცებას, ეს ძალიან მყვირალა სიტყვებია. იჩხუბეს, ვალის გამო” – განაცხადა ბორძიკაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებული პირები პანკისელები არიან
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი