მნიშვნელოვანისიახლეები

ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა, გაუქმდეს

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ. ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს.

“რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ტაქსებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნა დაშვებული არაა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button