მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გიორგი ბოტკოველის მხარდამჭერებს, მაღაზიებს ულუქავენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მხარდამჭერებს, მაღაზიებს ულუქავენ – ამის შესახებ თავად კანდიდატმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ახმეტაში, ავტომაღაზიის მფლობელ, მირიან სივიევთან საგადასახადო სამსახური ორი დღის წინ შევიდა.

“იმის გამო, რომ ის ჩემი მეგობარია და ვერ გადაიბირეს, საგადასახადო შეუგზავნეს. ეს ჩემი მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ოპერაციაა. მანამდე სუსი და “ქართული ოცნების” შტაბი უკავშირდებოდა და მათ სასარგებლოდ მუშაობას სთხოვდნენ. იგივე პროცედურა საგადასახადომ სოფელ ყარაჯალაშიც განახორციელა. მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდნენ, ოცნების კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვილს და მხარდაჭერა გამოუცხადეს, პრობლემაც მოიხსნა”, – განაცხადა ბოტკოველმა.

საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლის, თამარ გიგაურის ინფორმაციით, შემოწმება გეგმიური ინვენტარიზაციაა.

“ეს არის გეგმიური შემოწმება და ანალიტიკური სამსახური, რისკ ჯფუფის ობიექტებს ამოწმებს. დანარჩენზე შეგიძლიათ, პრესსამსახურს მიმართოთ”, – განაცხადა გიგაურმა.

“ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის შტაბში, მაღაზიების დალუქვასთან კავშირს კატეგიორიულად უარყოფენ.

შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, მაღაზიების დალუქვის შესახებ, მათ ინფორმაციაც არ აქვთ.

“ამის შესახებ, თქვენგან მესმის და არავითარი კავშირი ამასთან არ გვაქვს. ირაკლი ქადაგიშვილი ხვდება ამომრჩევლებს, სხვადასხვა ლოკაციაზე და იქ, ვინ რისი მფლობელია და ვის რა ობიექტი აქვს, ჩვენ ვერ გვეცოდინება. ვისაც დასწრება უნდა ესწრება, ძალით ვის მიიყვან”, – განაცხადა კალმახელიძემ, რადიო “ჰერეთთან”.

წინსაარჩევნო კამპანია ახმეტა-თელავი-ყვარელი- ~ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button