მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა „ოქროს ბირჟას“ უკავშირდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში გამოვლენილი ახალი შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს მიეკუთვნება.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეების კონტაქტებს, თორიას თქმით, ამ დრომდე არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ამ დროისთვის, ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მდებარე ოქროს ბირჟის ორივე შენობა დაკეტილია.

ცნობისთვის, ზუგდიდში 22 სექტემბერს გამოვლენილი ორი შემთხვევის 34 კონტაქტს კორონავირუსი უკვე დაუდგინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button