fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით”

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

668

“რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში”.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ „სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ”, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

„იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების და საერთოდ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას, დაასტაბილუროს სიტუაცია “, – აღნიშნა პუტინმა.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი