მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადაში კარანტინი გამოცხადდა

თელავში, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულ ფაქტზე, ბრიგადის მეთაურები კომენტარს არ აკეთებენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მე-20 – კადრირებულ ბრიგადაში კარანტინია გამოცხადებული და თანამშრომლების ტესტირება უნდა დაიწყოს.

ოფიცერი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სამსახურში, სახლიდან, ყოველდღიურად საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ეპიდემიოლოგები ყვარლის მუნიციპალიტეტში, ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.

კორონავირუსი დაუდასტურდა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 70 წლის მამაკაცსაც, რომელიც უკვე გადაყვანილია სამკურნალოდ.

კოვიდ-19-ის ორი შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც ვირუსი, “გორის ქორწილის” კლასტერის, ორ კონტაქტს დაუდასტურდა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის უკვე 56 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრში, დაფიქსირებულ შემთხვევებზე, კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button