მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტელები წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადაციას ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობა იტალიის რესპუბლიკის ციხეში მყოფი თანასოფლელის, ბორის წიკლაურის საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს.

წითელი ცირკულარით ძებნილი, 42 წლის ბორის წიკლაურის რუსეთში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება, იტალიის სასამართლომ, 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო.

რუსეთის ფედერაცია, ბორის წიკლაურის ექსტრადირებას, 1999 წელს ჩადენილი მკვლელობისათვის ითხოვს, რისთვისაც მან, სასჯელი რუსეთის ციხეში უკვე მოიხადა.

 

წიკლაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ადვოკატის მოთხოვნის მიუხდავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წიკლაურის საქართველოს მოქალაქრობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იტალიის სასამართლოს არ უგზავნის.

“მან პირველად 2015 წელს, ბაქოში გადასვლის დროს გაიგო, რომ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. აზერბაიჯანმა მაშინ, მის გადაცემაზე უარი განაცხადა. თუ ის წითელი ცირკულარით ძებნილი იყო, იტალიაში რომ მიდიოდა, რატომ არ გააფრთხილეს და საზღვარზე რატომ გადაუშვეს? იუსტიციის სამინისტრო არ გვაძლევს მისი მოქალაქეობის დამასასტურებელ საბუთსაც, მაშინ როცა ქართული პირადობის დოკუმენტი, 2019 წლის 12 აგვისტოს არის გაცემული”, – განაცხადა რადიო ჰერეთთან წიკლაურის ნათესავმა, ნათია მექუდიშვილმა.

 

ოჯახის წევრები და ახლობლები, საპროტესტო აქციის ჩატარებას, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც გეგმავენ.

ცნობისთვის, ბორის წიკლაურის რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელი ექსტრადირების შესახებ, ექსკლუზიური ინფორმაცია, რადიო ჰერეთმა 19 სექტემბერს გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button