Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სასამართლო დავა LED ZEPPELIN-ის გამარჯვებით დასრულდა

რენდი ვულფის წარმომადგენელმა ლეგენდარულ ბენდს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა.

73

აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 2014 წელს დაწყებული დავა Led Zeppelin-ის წევრების გამარჯვებით დასრულდა.

ექვსი წლის წინ ბენდ Spirit-ის გიტარისტის, რენდი ვულფის წარმომადგენელმა ლეგენდარულ ბენდს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. მომჩივანი მხარის თქმით, ცნობილი ჰიტის, Stairway To Heaven-ში გამოყენებული გიტარის რიფი Spirit-ის 1968 წელს დაწერილი სიმღერიდან, Taurus-დან არის აღებული.

Led Zeppelin-ის მუსიკოსებმა რობერტ პლანტმა და ჯიმი პეიჯმა პლაგიატში ბრალდება უარყვეს. მათი თქმით, სიმღერა 1971 წელს დაწერეს და იმ მომენტში Taurus-ი მოსმენილი არ ჰქონდათ.

2016 წელს Stairway To Heaven-ისა და Taurus-ის მსგავსების მიუხედავად, სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. რამდენიმე დღის წინ 2018 წელს დაწყებული სააპელაციო საქმე უმაღლესმა სასამართლომ პეიჯისა და პლანტის სასარგებლოდ დაასრულა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი