მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა სამეგრელოში გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 333 ნიმუშიდან, 14 დადასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 ზუგდიდში დაფიქსირდა. მათგან 4 უკვე დადასტურებული შემთხევევის კონტაქტია. უცნობია 2-ის დაინფიცირების წყარო. ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალია, რომელიც რუხის ცენტრში მკურნალობდა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში. ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ლანჩუთის მკვიდრს დაუდასტურდა ფოთის ცხელების ცენტრში.

1 ადამიანს ხობში, რომელიც დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

9 ოქტომბრის მონაცემებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდპაციენტი. აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის, 2 სენაკის, 1 აჭარის, 2 კი ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 109 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button