ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები
ეროვნულმა ბანკმა $30 მლნ გაყიდა

2020 წლის 9 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2168 შეადგინა.
შეგახსენებთ, ლარის გაუფასურების შესარბილებლად ეს ეროვნული ბანკის მხრიდან წელს რიგით მე-16 სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში სებ-მა სავალუტო აუქციონზე 500 მლნ დოლარი გაყიდა.