ინოვაციის დღეებმა სტარტი ზუგდიდიდან აიღო

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო.

რადიო ათინათის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID – ის პროექტ ZRDA- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო დღეების, ტრენინგებისა და დასაქმების ფორუმის ორგანიზება რეგიონებში, ინოვაციებისა და სტარტაფებისთვის ფინანსური წვდომის გასაუმჯობესებლად ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით გააცნო და საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები წარუდგინა.

შეხვედრას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, USAID-ის პროექტ”ზრდა საქართველოში”-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button