მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

222 – აჭარაში, 137 – თბილისში – ახალი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში.

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადასტურდა.

“აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა. თბილისში 137-ია, იმერეთში – 99, ქვემო ქართლი – 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში – 10-10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5, კახეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 1 და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ – 4”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს 10 ოქტომბერს, კორონავირუსი 519 ადამიანს დაუდასტურდა, 253 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button