მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის მე-2 საბავშვო ბაღში, შესაძლოა, სწავლა არ განახლდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეორე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შესაძლოა 12 ოქტომბერს ვერ განახლდეს.

ამის შესახებ რადიო თბილისს ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ განუცხადა.

“სასწავლო პროცესი ბაღებში 12 ოქტომბერს იწყება, ამ კონკრეტულ ბაღში კი თანამშრომლები მორიგეობით დადიოდნენ და სწორედ ძიძას დაუდასტურდა კორონავირუსი”, – განუცხადა რადიო თბილისს ხათუნა თოლორაიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა.

“საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი აღნიშნულ საბავშვო ბაღში განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი. საბოლოო პასუხი ეპიდკვლევის დასრულებისთანავე დღის ბოლოს გახდება ცნობილი”, – აღნიშნა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button