რეგიონისიახლეები

ფოთში,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

ფოთის საქალაქო სასამართლოსთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდაჭერებმა აქცია გამართეს.

შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.

“სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო ადამიანებს, ივანიშვილის მძევლებს, რომლებიც არიან ამ ქვეყნის პატრიოტები და საპროცესო გარიგებაზეც კი არ წავიდნენ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ სიბინძურეში მონაწილეობას არ მიიღებენ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჯერ მე ვარ ქართველი, მერე ვარ ადამიანი, კაცი და შემდეგ არის ჩემთვის სხვა სამსახური, ამ კაცს ვერ გატეხავს ეს ხელისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვჯერა მისი უდანაშაულობის და სადაც საჭირო იქნება, ყველგან დავდგები და უსამართლობას შევებრძოლები. არ დამთავრდა ამ ხელისუფლების სიბინძურეები. 2012 წელს მოვიდნენ 10 თვის ბავშვის მსხვერპლთშეწირვით ხელისუფლებაში, შემდეგ საბურავების თემა იყო, შემდეგ რაღაც ციხის კადრები, არ მთავრდება, ხელისუფლებაში ოღონდაც დარჩნენ და ყველაფერს კადრულობენ”, – ,,ნაცმოძრაობის“ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

სოლიდარობის აქციას ,,ნაცმოძრაობის“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button