მნიშვნელოვანისიახლეები

გრიპის ვაქცინის 25 000 დოზა საქართველოშია

გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის პირველი 25 000 დოზა საქართველოში შემოვიდა.

ფრანგული წარმოების ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მეორე ეტაპზე, 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 135 000 დოზა შემოვა.

“ეს 25 000 დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები – ორსულები, ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბინადრები, საბავშვო ბაღების პერსონალი, აივ ინფიცირებული და C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას, ასევე, დიალეზზე მყოფი პაციენტები.

მეორე ეტაპზე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი რისკ ჯგუფები – ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე (რესპირაციული დაავადებები, ასთმა) პაციენტები, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებები ვისაც აქვთ, და ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ” – თქვა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სახელმწიფო მუშაობს, რომ დამატებით 100 000 დოზა გრიპის ვაქცინის მობილიზაცია გააკეთოს.

“ამის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვები, ამიტომ, დაახლოებით ამ მოცულობით, რომელიც იქნება გასამმაგებული შარშანდელთან

მსგავსი პოსტები

Back to top button