მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი, გარდაიცვალა

სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, გარდაიცვალა.

38 წლის მამაკაცს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

როგორც რადიო ჰერეთს საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუმარტა, დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული.

“გვიან, ღამით შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც მძიმე ტრამვები ჰქონდა მიღებული. ყველა საჭირო ზომა მივიღეთ, მკურნალობა მაშინვე დავიწყეთ, მაგრამ მისი ტრამვები, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო”, – განაცხადა ჭონიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავის მინიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 12 ოქტომბერს მოხდა.

გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი, ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაკავებული სატრანსპორტო საშუალებას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button