fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კანდიდატების რეიტინგები რეგიონების ხუთ ოლქში – Survation-ის კვლევა

66

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა მოსახლეობის განწყობის მორიგი კვლევა ჩაატარა. Survation-მა ამჯერად ზუგდიდის, ქობულეთის, ახალქალაქი-ნინოწმინდის, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათის და ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქის მცხოვრებები გამოკითხა.

კითხვაზე, “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ მაჟორიტარ კანდიდატს მისცემდით ხმას”, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რეგიონების ხუთივე ოლქში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ქართული ოცნების კანდიდატს ასახელებს.

ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი

  • ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 66%
  • კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%
  • გიგი წერეთელი (ევროპული საქართველო) – 4%
  • ოთარ შაორშაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 3%
  • ანი ბიბილაშვილი (ლელო) – 3%
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1%

ზუგდიდი

  • ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 55%
  • მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 29%
  • გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 12%
  • ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) – 3%
  • ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) – 1%

ქობულეთი

  • ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) – 76%
  • ბონდო თედორაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) – 17%
  • პაატა ცივაძე (ლელო) – 3%
  • ირინა აფხაზავა (ევროპული საქართველო) – 3%
  • ამირან ტატიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 1%

ახალქალაქი-ნინოწმინდა

  • სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) – 59%
  • არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) – 19%
  • ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 14%
  • მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 5%
  • არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%

ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა

  • ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) – 63%
  • ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%
  • ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) – 11%
  • დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%

საველე სამუშაოები ჩატარდა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება +- 6%-ია.

რუსთავი 2-ის ცნობით, Survation კვლევისას ითვლის მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც ნამდვილად მიდიან არჩევნებზე.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი