fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ფოთში, “აჭარა ტექსტილმა” მუშაობა შეაჩერა

113

ფოთში, “აჭარა ტექსტილმა” მუშაობა შეაჩერა.

როგორც რადიო თბილისს ფოთის მერმა გოჩა კურდღელუამ განუცხადა, ფაბრიკაში ინფიცურებულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა.

“გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა “აჭარა ტექსტილის” 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ 116 პირს დაუდგინდა “კოვიდ 19”. მათში არიან ფოთელებიც და არაფოთელებიც. რიცხვი პერიოდულად იცვლება. “აჭარა ტექსტილმა” მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია”, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ცნობისთვის, დილის მონაცემებით, “აჭარა ტექსტილში” 56 დადასტურებული შემთვევა იყო, მთლიანად სამეგრელოში კი 91.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი