მსოფლიოსიახლეები

ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩადენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს. ბრალდება კრიმინალური კავშირებზე ლიბიიდან მიღებულ დაფინანსებას უკავშირდება. ლაპარაკია ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან საიდუმლოდ მიღებულ 50 მილიონ ევროზე.

სარკოზი ბრალის წარდგენას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ უდანაშაულოა და საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს.

სარკოზის 2018 წელს უკვე წარუდგინეს ბრალი კორუფციის, საჯარო ფინანსების დამალვის და გაფლანგვის და კამპანიის არალეგალური ფინანსების მუხლებით. იანვარში ქვეყნის ფინანსურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება გაფართოვდებოდა და საქმეში მონაწილე პირებს კიდევ ერთი მუხლით წაუყენებდნენ ბრალს. 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ლიბიის რეჟიმიდან დაფინანსების მიღების გამო ბრალი უკვე აქვს წარდგენილი საქმეში მონაწილე ერთ-ერთ პირს.

მან წაყენებული ბრალი პარიზის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები ყალბია, თუმცა სასამრთლომ გასულ თვეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სამხილებად დოკუმენტების გამოყენება შესაძლებელია. სარკოზი ამ საქმეზე 2018 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button