fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დიკაპრიო, სტრიპი და ჯონა ჰილი NETFLIX-ის ფილმში

76

ლეონარდო დიკაპრიო, მერილ სტრიპი, ჯონა ჰოლი და ტიმოთი შალამე Netflix-ის კომედიური ჟანრის ფილმ Dont Look Up-ში ითამაშებენ – ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფილმში მონაწილეობას იღებენ ჯენიფერ ლოურენსი, ქეით ბლანშეტი, რობ მორგანი. ასევე, ეპიზოდურად გამოჩნდებიან არიანა გრანდე და Kid Cudi.

ფილმის რეჟისორი ადამ მაკკეი, რომელიც ცნობილია თავის ნამუშევრებში გამოჩენილი მსახიობებისა და სელებრითების გაერთიანებით.

Don’t Look Up შეეხება ორი საშუალო დონის მეცნიერს, რომლებიც მსოფლიო ტურნეში წავლენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი მეტეორის შესახებ გააფრთხილონ.

ფილმის გადაღებების დაწყება 19 ნოემბერს არის დაგეგმილი. მისი გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი