მოზაიკასიახლეები

მთვარეზე მობილური ქსელი იქმნება

ნასამ მთვარეზე მობილური კავშირის პირველი ქსელის ასაშენებლად ფინური კომპანია “ნოკია” შეარჩია.

მთვარის ქსელი შეერთებული შტატების ინიციატივით, პროგრამა “არტემისის” ფარგლებში იქმნება და 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას და ხანგრძლივი დასახლების მოწყობას ისახავს მიზნად.

“ნოკია”-ს განცხადებით, რომ კოსმოსში პირველი მობილური მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო სისტემა მთვარის ზედაპირზე 2022 წელს, იქ ადამიანების დაბრუნებამდე აშენდება.

ფინური კომპანია ტეხასში მდებარე კერძო კოსმოსური ხომალდების დიზაინის ფირმა “ინტუიტივ მეშინს”-თან ითანამშრომლებს, რათა მთვარეზე დასაშვები მათი აპარატის მეშვეობით, ქსელის აღჭურვილობა მთვარეზე მიიტანოს.

მთვარეზე მიტანის შემდეგ ქსელი თვით-კონფიგურაციას მოახდენს და მთვარეზე პირველ მაღალსიჩქარიან “LTE”საკომუნიკაციო სისტემას შექმნის.

“ნოკია”-ს ინფორმაციით, “ქსელი მონაცემთა გადაცემის ბევრი სხვადასხვა დანიშნულებისთვის, კრიტიკული კომუნიკაციების საშუალებას შექმნის. მათ შორის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მართვის და კონტროლის ფუნქციები, მთვარემავლების დისტანციური მართვა, რეალურ დროში ნავიგაცია და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ნაკადის გადაცემა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button