მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

თელავში საარჩევნო უბნები დილის რვა საათისათვის გაიხსნა

თელავში საარჩევნო უბნები დილის რვა საათისათვის გაიხსნა.

N10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნაირა ტარუღაშვილის განმარტებით, პირველი ამომრჩეველი უბნის გახსნიდან, ხუთ წუთში დაფიქსირდა.

“უბანი გაიხსნა ზუსტად დადგენილ დროს. აღჭურვილია ყველა საშუალებით, იმისათვის, რომ ამომრჩეველმა ნაკადი გაიაროს უსაფრთხოდ. თითქმის ხუთ წუთში, უბნის გახსნიდან დაფიქსირდა პირველი ამომრჩეველი, რომელიც ფაქტიურად, აქ ილოდებოდა”, – განაცხადა ტარუღაშვილმა რადიო ჰერეთთან.

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. უბნებთან ამომრჩევლის მცირე ნაკადი უკვე შეინიშნება.

საპარლამენტო არჩევნები, კახეთში, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი და გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი- დედოფლისწყაროს ორ გაერთიანებულ ოლქში ტარდება.

მაჟორიტარი დეპუტატის ორი მანდატის მოსაპოვებლად, სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, 37 კანდიდატი იბრძვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button