მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისის სათემო რადიოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად მედია ორგანიზაცია ავრცელებს.

სათემო რადიოში განმარტავენ, რომ ინფიცირებული პირები თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

“Covid 19-ის პანდემიის გამო პანკისის სათემო რადიო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით მუშაობდა, დღეიდან კი მთლიანად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რადიო თანამშრომლებს და სხვა კოვიდინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს”,- აცხადებენ რადიოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button