კრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები
“გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის ცნობით, დღეს, 2 ნოემბერს, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ სამადაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს გიორგი რურუას ციხეში ფიზიკურად დაესხნენ თავს. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ხელისფლების მხრიდან. ესაა ის მეთოდები, რომლითაც მუშაობს ეს ხელისფლება”. – ამბობს სალომე სამადაშვილი.