საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.
კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა საქართველოს პრემიერმინიტრს გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშილს.
თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.