Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ტრამპი მიიჩნევს რომ გამარჯვებულია და არჩევნებს პარავენ

132

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ოპონენტები არჩევნების მოპარვას ცდილობენ.

„ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ. ხმის მიცემა არ შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Reuters-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიაში 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კი – 213.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი