რეგიონისაქართველოსიახლეები
“მირანდა მესხის ადგილი ციხეშია, მოგვპარა ხმები” – აქცია საოლქოსთან

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ისინი გაყალბებული ხმების დასაცავად მოვიდნენ და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვენ.
“ჩვენს უფლებებს ვიცავთ, ვითხოვთ, ვადამდელ არჩევნებს. მირანდა მესხის ადგილი ციხეშია, მოგვპარა ხმები. არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას”, – აცხადებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
ასევე ადგილზე, რამოდენიმეჯერ მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც აქციის მონაწილეები შეეცადნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ცესკოს შენობაში შესვლას.