ერდოღანმა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

თურქეთში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – იუწყება Anadolu.
გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
თურქეთის ლიდერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა უფლებებს დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში უშედეგო სამხედრო გადატრიალების შედეგად 161 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 დაშავდა.