მნიშვნელოვანისიახლეები

“არ არსებობს საფუძველი რომ ვინმემ სუს-ის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს”, – ოცნება

„შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!” – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.
ხუნდაძის თქმით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც “მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას.”
საქართველოში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ ლობისტებსაც მოუწევთ, რომლებიც მუდმივად აქეზებენ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციისა, რასაც ძალადაკარგული ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აკეთებს. ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ – რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს.
‼️მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის პოლიტიკაში მიგრირებულ, საქართველოდან გაძევებულ პოლიტიკოსებზე, მათ მტრულ ზრახვებზე და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ქვეყანაში. სწორედ ისინი ლობირებენ მათ, რომელიც არც უკრაინის და მითუმეტეს, არც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. ‼️შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!” – წერს ხუნდაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების შედეგებს და შესაბამის მტკიცებულებებს ეფუძნება.
მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს და თანამშრომლობს და ენდობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელს – გია ლორთქიფანიძეს.
“ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდითს ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი – ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია. დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, გახსოვთ მაშინ სატელეფონო საუბრებიც კი გასაჯაროვდა, რომ გია ლორთქიფანიძე იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რომლის ერთდერთი მიზანი იყო საქართველოში არევა და მათ შორის, სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა.
აქ ქილიკით საუბრობენ, კარავში ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა ვის უნდა უნდოდესო, რა, არ ვნახეთ ეს 7-8 მარტს?! “მოლოტოვის კოქტეილი” არ ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში? რა გგონიათ, “მოლოტოვის კოქტეილი” მართლა კოქტეილია?! არის ასაფეთქებელი საშუალება, რომლითაც ადამიანს კლავდა ვიღაცა და ამაზე პარტიების, “ენჯეოების” მხრიდან რეაქცია იყო ნული.
სამარცხვინოა ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას და ენდობიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციას. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს, საქართველოს პატრიოტები არიან თუ უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკოსები,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არ არსებობს საფუძველი, რომ ვინმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს”, – ამის შესახებ კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა და სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსირა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის მცდელობა გრძელდება. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა.
„წინა თვეების განმავლობაში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომლებიც ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, როცა ისინი თავიანთ მოკავშირეებს არწმუნებდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ეს უნდა გარდაიქმნას არეულობაში, რათა ამით ვინმემ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა შეძლოს. ასეთი განცხადებები პირდაპირ ეთერშიც მოგვისმენია და რადიკალურ ოპოზიციას მხრები რატომ აქვს აჩეჩილი, არ ვიცი. სწორედ მათ ანგარიშზეა თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორებიცაა პარლამენტი და ცესკო. გახსოვთ, რომ იქაც პირდაპირ იყო არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ვინმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს. პირიქით, არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც გამოძიების დაწყებისთვის ლოგიკას ადასტურებს. ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში გამოძიების ფარგლებში მეტი ინფორმაცია იქნება და საზოგადოება მეტს გაიგებს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც დღეს შევიტყვეთ. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მადლობა სუს-ს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ და შემდეგ მეორე ფრონტი აქედან გაიხსნას, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„შესაბამისმა სტრუქტურებმა განცხადება გააკეთეს იმ სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომლისთვისაც ეს ხელმოცარული რადიკალები ემზადებიან და კონკრეტული გვარებიც გაჟღერდა. მინდა, სუს-ს ამ კვალიფიციური მუშაობისთვის მადლობა ვუთხრა. აქ მხოლოდ ინფორმაცია არ არის, აქ არის კონკრეტული თემა, სადაც ანალიზის შედეგად საქმეც არის აღძრული. დასკვნები გამოიტანეს და საზოგადოებას აუწყეს. რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ხელმოცარულებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და ჰგონიათ, ის რევოლუციური სცენარი გამოუვათ და ამისთვის ემზადებიან. ამიტომაც იყო, რომ ხაბეიშვილი დაჩაგრეს. ხალხი ვერ აიყოლია, პირიქით, ბოლოს ისეთი თემა იყო, ყველა განერიდა. 17 კაციდან ოთხი გამოაკლდა, 11 თუ უფრო ნაკლები მისდევდა. ამიტომაც იყო, რომ ჩაანაცვლეს, შუბლგაწყვეტილი რომ არის, პოპულისტი და ხელმოცარული ბატონი ვაშაძე, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია, ყველაფერზე წამსვლელია და ამიტომაც ჩაანაცვლეს ამ რადიკალებმა. ჰგონიათ, რომ ახლა ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და რუსეთიდან რომ ფინანსდება კიდევ „ლაკა“, რევოლუციას მოაწყობენ. გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კიდევ ქალბატონი ლომჯარია გამოიყვანეს ქართველ ხალხთან ერთად. არაფერი საერთო არ აქვთ. სად ლომჯარია და სად ქართველო ხალხი. რა ლომჯარია, ლიდერი და რა პლატფორმები. თუ ფულის ხარჯვა არ გეზარებათ, კი ბატონო, დახარჯეთ“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია და მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
„კონკრეტული გვარები გაჟღერდა. გაჟღერდა ბატონი ლორთქიფანიძის გვარი, რომელიც არის ავტორი არაჟნებში რომ ჩასვეს და აქ შემოაპარეს, ახლა რომ სასჯელს იხდის. ამის ერთ-ერთი ორგანიზატორია ბატონი ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. რამდენიმე თვის წინაც ზუსტად გვქონდა ინფორმაცია, რომ მეომრების შემოყვანა უნდოდათ, რომ აქ სისხლის გუბეები დამდგარიყო. ხომ მოისმინეთ, სააკაშვილი როგორ ელაპარაკებოდა, რომ აქ სისხლის დაღვრის გარეშე რევოლუცია არ გამოვაო. ეს არის ამათი ამოცანა, მიზანი და სწრაფვა. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩაუვარდათ, ემზადებიან ისევ მე-5 ტალღისთვის. ახლა, ეტყობა, მასშტაბურად აპირებენ, ყველა სხვადასხვა ფრონტიდან შეუტიონ ქართველ ხალხს და ჩვენს სახელმწიფოს. არ გამოუვათ. როგორც არასდროს, ისეა ერთიანი საქართველოს მოსახლეობა იმაში, რომ საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია და მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება ასრულებს და ამას ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ზარქუამ.

საზოგადოებისთვის სიახლე აღარ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორი სახე მიიღო მათმა რადიკალიზმმა. ოქტომბერ-დეკემბერში მოსალოდნელია მეტი რადიკალური ქმედებები, ამას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობას არც შესაბამისი სამსახურები და არც საზოგადოება არ დაუშვებს.
„ეს ყველაფერი უსუსური მცდელობა იქნება, რადგან შესაბამისი სამსახურები შესაბამის ზომებს მიიღებენ და რაც მთავარია, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადრეც იყო საბურავების თემა და ასე შემდეგ. მაშინ გადატრიალება რომ არ მოხდა და ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის მცდელობა არ ჰქონდათ. პირიქით, ეს მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას. ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, მათ შორის „მოლოტოვის კოტეილების“ სროლა. ცირკია ისიც, რომ კომიტეტის სხდომებზე მაგიდებზე შეხტნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურებს. ისინი ცირკში არიან, თუმცა თავად უნიჭო კლოუნები არიან.
საზოგადოებას არ ჰგონია, რომ ცირკშია, ისინი მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას ხედავენ. სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციას, 2024 წელს ცირკშიც აღარ იქნებიან და რეზერვში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია.
„საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა. ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“ და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლებისთვის საბაბები ჰქონდეთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button