Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ოპოზიცია მანიფესტაციების შეზღუდვას არ დაემორჩილება

91

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო გადახედვას შეეხება. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ისინი ამ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან, თუკი, ის სპეციალურად იმისთვის იქნება, რომ აქცია არ გაიმართოს.

“თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გაკეთებულია სპეციალურად, იმისათვის, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.

„სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი