Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში რიგებია COVID19-ის ტესტის ჩატარებაზე

ამ დრომდე კახეთის სასტუმროებში, მხოლოდ საკარანტინე სივრცეები იყო განთავსებული, სადაც იზოლაციაში მყოფ ან უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს ათავსებენ.

340

“კახეთში, სამედიცინო დაწესებულებებში, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების მსურველი მოქალაქეების რიცხვი იზრდება”.- ინფორმაცია რადიო ჰერეთს, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა დაუდასტურა.

“კორონავირუსს უკვე თან ერთვის სეზონური ვირუსი და მიმართვიანობა არის ძალიან მაღალი. ფაქტიურად, რიგებია. მაქვს ინფორმაცია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, უმრავლესობას ტემპერატურა აქვს. ყველას მივმართავ, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ რეგულაციას. ვიცი, რომ რამდენიმე სამართალდამცავებმა უკვე დააჯარიმეს კიდეც. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ჯგუფები, დადიან და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პირბადე ატარონ. ამ ეტაპზე სავადმყოფოებში ადგილები და აღჭურვილობა საკმარისია, მაგრამ რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, საავადმყოფოები გადაივსება და ძალიან გაგვიჭირდება” – განაცხადა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.

კორონავირუსზე ტესტის აღების მსურველთა რიცხვის ზრდას ადასტურებს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილიც.

“გიდასტურებთ, რომ მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება.ნაკადი მართლაც დიდია. ბუნებრივია, ყველას არ უდასტურდება, მაგრამ შემთხვებებიც ბევრია” -განაცხადა საჩიშვილმა რადიო ჰერეთთან.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა უკვე დაწყებულია თელავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მიღებას დაიწყებს, საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალიც”

“კოვიდ-ინფექციას ექიმები სამ ეტაპად მკურნალობენ. სასტუმროში გადადიან პაციენტები, რომლებსაც სახლში იზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეიდან უკვე მზად არის თელავში დიდი სასტუმრო, სადაც მკურნალობა შეიძლება.მუნიციპალიტეტში ასეთი კიდევ ორია,რომლებშიც პაციენტები მოთავსდებიან. მზადაა სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალიც, რომლებიც ინფიცირებულებს მოემსახურებიან და შესაბამისი პროტოკოლით უმკურნალებენ”- განაცხადა შიოშვილმა.

დღეიდან, 10 ნოემბრიდან, თელავში კოვიდ-სასტუმროდ გადაკეთდა ცნობილი ქსელის სასტუმრო Holiday Inn, რომელიც 100 ადგილიანია და მხოლოდ კორონა ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.

ამ დრომდე კახეთის სასტუმროებში, მხოლოდ საკარანტინე სივრცეები იყო განთავსებული, სადაც იზოლაციაში მყოფ ან უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს ათავსებენ.

 

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი