მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ეპიდემიოლოგები კლასტერებს უკვე აღარ ითვლიან

კახეთში, ყოველდღიურად კორონავირუსის უკვე ასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

12 ნოემბერს, რეგიონში კოვიდ-19-ის 123 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კლასტერებს უკვე აღარ ითვლიან, რადგან კორონავირუსის შიდა გავრცელება, უკვე უკონტროლოა.

განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ოჯახურ შემთხვევებს უკავშირდება.

დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობას 1002 ადამიანი გადის, მათ შორის 908 ბინაზე სამკურნალოდაა დატოვებული.

რეგიონში, კორონავირუსი 269 პაციენტმა დაამარცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

რეგიონში, 1945-მდე გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაც.საკარანტინო ზონაში კი, 134 მოქალაქე იმყოფება. სულ რეგიონში, კორონა ვირუსის 1333 დადასტურებული შემთხვევაა

მსგავსი პოსტები

Back to top button