Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატები სააპელაციოს მიმართავენ

6 არასრულწლოვნის ადვოკატები განაჩენის ჩაბარებას ელოდებიან.ყველა მათგანი სასამართლომ ძალადობაში, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დამნაშავეს ცნო

92

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 არასრულწლოვნის ადვოკატები განაჩენის ჩაბარებას ელოდებიან. ამის შემდეგ უფლებადამცველები უკვე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

ყველა მათგანი სასამართლომ ძალადობაში, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დამნაშავეს ცნო, თუმცა მათთვის პატიმრობის ვადა კვირის ბოლოს განისაზღვრება.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაზე დაკავებული 17 პირიდან ახლა განაჩენს უკვე 11 ბრალდებული ელოდება – მათი ბრალი გაცილებით მძიმეა.

ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას  უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი