მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

თავდასხმა ნიკა მელიას ოფისზე

 

გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

როგორც  ენმ-ს  შტაბში განაცხადეს, გამთენიისას  ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც  შსს-ში აცხადებენ , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button