მნიშვნელოვანირეგიონი

შმაგი მუთოშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

შმაგი მუთოშვილის საქმეზე ორჯერ გადადებული სასამართლო პროცესი დღეს, 16ნოემბერს ჩატარდა.

პანკისში, 29 ნოემბერს, გვარების დაპირისპირების დროს მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა,შმაგი მუთოშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა და საქმე არსებითი განხილვისათვის გადასცა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, მუთოშვილის საქმე, სასამართლომ, არსებითად უნდა განიხილოს.

წინა სასამართლო სხდომაზე,სახელმწიფო ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, საქმის არსებით განხილვაში გადაცემას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, შოთა სარიას განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, განხილვის დასაწყებად, საკმარისია.

ყველა მტკიცებულება, რაც საქმეში დევს, კანონიერია და საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყოს. სწორედ განხილვის დროს გამოჩნდება,რომ ჩვენ მას ბრალი სწორად წავუყენეთ და დამტკიცდება, რომ დანაშაული მან ჩაიდინა-განაცხადა სარიამ.

ბრალდების მხარეს, შმაგი მუთოშვილის ადვოკატი არ დაეთანხმა. კახაბერ სოსელია, სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და მუთოშვილის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმეში არსებულ ერთ-ერთ ცეცხლსასროლ იარაღზე, მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნია.

ადვოკატი თვლის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მოსამართლეს ყველა მტკიცებულებაზე უნდა მიეღო.
მტკიცებულებები არის უკანონოდ მოპოვებული.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ისინი უნდა ჩაეთვალა დაუშვებლად. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებთ, მაგრამ საქმის მსვლელობისას, ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ” – განაცხადა სოსელიამ.

შმაგი მუთოშვილს უდანაშაულოდ თვლიან, მისი ოჯახის წევრებიც.

მუთოშვილის მამა, ასლან მუთოშვილი ამტკიცებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის უკანონო პატიმარია.

დღემდე მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თავად ბრალდებულიც.

გამოძიება შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდების მტკიცებით, მუთოშვილმა პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილა.

ქავთარაშვილი შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირია.
საქმის არსებითი განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში 26 ნოემბერს დაიწყება.

წინასასამართლო სხდომა, საქმეზე,13 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.

სასჯელაღსრულების დაწესებულებამ,კორონა ვირუსის პანდემიის გამო, დაწესებული სეზღუდვების გათვალისწინებით,პატიმრის პროცესზე გამოცხადება ვერ უზრუნველყო.

სხდომის გადადებამ, მუთოშვილის ახლობლები გააღიზიანა. ბრალდებულის დედამ, მედიასთან განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამ ხმების სანაცვლოდ, ოჯახს, პატიმრობაში მყოფი სვილის განთავისუფლების პირობა მისცა.

“ქართული ოცნების” შტაბში, მუთოშვილებს, იმავე დღეს გამოეხმაურნენ და ბრალდება კატეგორიულად უარყვეს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

 

მსგავსი პოსტები

Back to top button