მნიშვნელოვანირეგიონი

კორნელი კაკაჩიას მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში დამძიმდა.

იგი კოვიდინფიცირებულია და რუხის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანას ითხოვს,ამის შესახებ მან სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა.

“მეგობრებო ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა.. დედას რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა კოვიდი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა. ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა.. ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი 39 სიცხე, სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია), დღე-ღამე არეული მაქვს ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ და ნუ მიწყენთ. უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ შემიძლია. ყველას გიხდით მადლობას ვინც აქამდეც მხარს გვიჭერდით. ყველანი მეიმედებით” – წერს კაკაჩია ფეისბუქზე.

ხვალ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო მის დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button