მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ახმეტისა და სიღნაღის რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

სიღნაღის ხუთი და ახმეტის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა

რეკომენდაცია, ახმეტაში, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის საჯსარო სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადასაყვანად, საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უკვე მიიღო.

კოვიდ- 19- ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოფიციალურ მიმართვას ელოდებიან, სიღნაღშიც.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბეჟაშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ხუთი სკოლა უკვე დაკეტილია და ონლაინ რეჟიმზე, კიდევ ხუთის გადაყვანა მოხდება.

“პედაგოგებისა და მოსწავლეების ინფიცირების გამო, ხუთი სკოლა უკვე დაკეტილია. დღეს მოგვივა ოფიციალური გადაწყვეტილება და კიდევ ხუთი სკოლა, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. ბევრია, მაგრამ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია “- განაცხადა ბეჟაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

კორონავირუსის გამო, კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის გამო, ლაგოდეხში – 15, გურჯაანში- 8, ახმეტაში- 3, ხოლო სიღნაღში 5 სკოლაა დაკეტილი.

უკვე მეორე კვირაა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სრულადაა გადაყვანილი თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button