Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

სასამართლო მსჯავრდებულებისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე მსჯელობს.

107

 

სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე მსჯელობს.  გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

ადვოკატ არჩილ ბერიანიძისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი იყო, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე არასრულწლოვანთან მიმართებაში მაქსიმალურ შეღავათს გამოიყენებს.

ადვოკატი ზაქარია გვიშიანი სხდომას არ ესწრება, რადგან, მისი თქმით, მოსამართლის მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდადებულებს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით მოსამართლეს შეუძლია, ბრალდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდოს.

მოვისმინოთ ადვოკატების,ზაქარია გვიშიანისა და არჩილ ბერიანიაძის კომენტარები

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი