კახეთში კოვიდ ტაქსები ამუშავდნენ

კახეთში მუშაობა დაიწყო კოვიდ ტაქსებმა . სანიტარული მანქანები, კოვიდ სასტუმროებთან დგანან და საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, მომსახურებაში ჩართვის მსურველებს, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი კონტრაქტები უკვე გაუფორმა.
“ესენი არიან, კერძო მფლობელები, რომლებიც თანახმა არიან, გარკვეული საფასურის თანახმად, პაციენტი გადაიყვანონ. ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, შევშველებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რადგან 112 ძალიან დატვირთულია. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და თუ ექიმი თვლის, რომ პაციენტი გადასაყვანია, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვით, ტაქსი მოქალაქეს ემსახურება. ამ წამოწყებას სხვა რეგიონებიც გამოეხმაურნენ და კახეთში დაბადებული იდეა, ალბათ ყველას გამოადგება” – განაცხადა შიოშვილმა რადიო ჰერეთთან.
კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი საათობრივად იზრდება.
პაციენტების დიდი უმრავლესობა ბინაზე და სასტუმროში მკურნალობს. კოვიდ კლინიკაში სამკურნალოდ, მხოლოდ 124 მოქალაქეა გადაყვანილი.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში , კორონა ვირუსის 2189 დადასტურებული შემთხვევაა.
წაიკითხეთ ასევე: