მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში “კოვიდტაქსი” პოპულარობით სარგებლობს

რადიო ჰერეთში გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც კოვიდ-სასტუმროებთან, ინფიცირებულების გადასაყვანი ავტომანქანების განთავსებას შეეხებოდა, მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.
სტატიაში აღწერილი ინფორმაციის თაობაზე, ბევრი კითხვა მიიღო კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამაც.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი, რადიო ჰერეთთან, რამდენიმე განმარტებას აკეთებს.

 

ირაკლი შიოშვილი

“თქვენი სტატია დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ბევრი მოქალაქე გვიკავშირდება. მინდა, რადიო ჰერეთის საშუალებით, დაინტერესებული პირებისათვის განვმარტო, რომ კოვიდ სასტუმროებთან განთავსებული მანქანები, არიან კერძო პირების მფლობელობაში მყოფი ჩვეულებრივი ავტომანქანები.

ისინი, ჯერჯერობით, ემსახურებიან მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო, მოთავსებულები არიან კოვიდ სასტუმროებში.ავტომანქანა პაციენტებს ემსახურება იმ შემთხვევაში, თუ მათ სტაციონარში გადაყვანა, ან გამოკვლევების ჩატარება სჭირდებათ. გადაყვანა ხდება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და ავტომანქანას მფლობელი ამუშავებს სადეზინფექციო ხნარით, იმისათვის, რომ პროცესი, მისი ჯანმრთელობისათვის დამაზიანებელი არ გამოდგეს. მომსახურების საფასურს, ავტომობილის მფლობელებს, შესაბამის კონტრაქტზე დაყრდნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უხდის.

რაც შეეხება ტაქსებს, რომლებიც სახლში მყოფ პაციენტებს, კომერციული წესით ემსახურებიან, ისინი სახელმწიფო დაფინანსებით არ სარგებლობენ. მათ კოორდინატებს ფლობს, ონლაინ კლინიკის მომსახურე ექიმი და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს, დაკავშირებაში ეხმარება”- განაცხადა შიოშვილმა.

კახეთში, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ავტომობილებით მომსახურების იდეა, შესაძლებელია, საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც მისაღები აღმოჩნდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button