მოზაიკამსოფლიო

ცენტრალურ ამერიკაში ქარიშხალი “იოტა” მძვინვარებს

ცენტრალურ ამერიკაში ქარიშხალი იოტა მძვინვარებს.

სტიქიის გამო ნიკარაგუაში, გვატემალასა და ჰონდურასში სანაპიროზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
მეტეოროლოგები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ქარიშხალს ძლიერი ღელვა და გადაუღებელი წვიმა ერთვის, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ნიკარაგუასა და ჰონდურასში ფიქსირდება. ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები.
სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო სამუშაოები. რეგიონში ქარიშხალ იოტას სიმძლავრემ მე-5 კატეგორიას მიაღწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button