მნიშვნელოვანიმსოფლიო

ჯორჯიის შტატის ხმების ხელახლად გადათვლისას ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

აშშ-ის ჯორჯიის შტატის მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა 20 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება შტატში, მას შემდეგ, რაც ხმების ხელახალმა დათვლამ და აუდიტმა დაადასტურა ბაიდენის მცირე უპირატესობა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

ვინაიდან არაოფიციალური შედეგების თანახმად, ბაიდენი ტრამპს მცირე უპირატესობით უსწრებდა, შტატის კანონებით საჭირო გახდა ხმების ხელახალი დათვლა ხელით.

დაითვალეს თითქმის 5 მილიონი ბიულეტენი.

საბოლოო შედეგებმა დაადასტურა, რომ ბაიდენმა მიიღო 2,47 მილიონი ხმა, ტრამპმა კი – 2,46. ბაიდენმა 12670 ხმით, ანუ 0,25 პროცენტით გაუსწრო ტრამპს.

ტრამპის საარჩევნო შტაბს ახლა ორი სამუშაო დღე აქვს, რათა ბიულეტენების კვლავ დათვლა მოითხოვოს, ვინაიდან კანდიდატებს შორის სხვაობა ძალზე მცირეა.

მართალია, ტრამპმა შეიძლება ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვოს, მაგრამ აშშ-ის წამყვანმა მედიასაშუალებებმა უკვე გამოაცხადეს ბაიდენი ჯორჯიაში გამარჯვებულად.

ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი 7 ნოემბერს გამოაცხადეს გამარჯვებულად მას შემდეგ, რაც მან საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი დააგროვა. ჯორჯიაში გამარჯვების შემდეგ ბაიდენს კოლეგიაში 306 ხმა აქვს, ტრამპს კი – 232.

მსგავსი პოსტები

Back to top button