Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბოიკოტის მიუხედავად ბოტკოველმა 5608 ხმა მიიღო

გიორგი ბოტკოველი
289

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ამომრჩეველთა ხმების გარკვეული ნაწილი მაინც მიიღო.

ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველს 5608 მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მიუხდავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, საარჩევნო ბიულეტენში მაინც ეწერა.

თავად ბოტკოველმა, საკუთარ მომხრეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ამომრჩევლების ნაწილი, საარჩევნო უბანზე მაინც მივიდა.

ყველაზე მეტი, 1901 ხმა , ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თელავში მისცეს, 1762 ხმა, მან ლაგოდეხში მიიღო, 1002- მა ამომრჩეველმა დაუჭირა მას მხარი ახმეტაში, ხოლო- 943 ყვარელში.

ბოტკოველმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, 1 ნოემბერსვე განაცხადა, როცა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა, გაყალბებულად მიიჩნია.

პირველ ტურში, ბოტკოველის მთავარმა, კონკურენტმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 47, 26% დააგროვა.

მეორე ტურში, კონკურენტის გარეშე დარჩენილ ქადაგიშვილს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25% დაუჭირა მხარი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი