მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონი

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვებით კახეთის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულმა, ” ქართული ოცნების ” კანდიდატმა, ახმეტა- თელავი-ყვარელი ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილმა, ამომრჩევლებს მადლობა სოციალური ქსელით გადაუხადა.

“ჩემო კახელებო, მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისათვის. მადლობას გიხდით ჩემი მართალი სიტყვა, რომ ირწმუნეთ და გაიზიარეთ. 2020 წლის არჩევნები მაღალი კონკურენციით გამოირჩეოდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, იმისა რომ ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას დემოკრატიის განვითარების გზას.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში ჩემი კანდიდატურის მხარდამჭერები გაცილებით მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდნენ და საბოლოო შედეგიც შესაბამისად მაღალი მაჩვენებლით დაფიქსირდა.

მიღწეული შედეგი ნათლად ცხადყოფს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები კიდევ უფრო მეტად მოემზადნენ პირველ ტურში მიღწეული გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად.ეს ჩვენი ერთობლივი წარმატებაა, რომელიც დასაბამს მისცემს კახეთის განვითარების ახალ ეტაპს.

ჩვენ ერთად შევქმნით კახეთის წარმატების ახალ ისტორიას.ჩვენ ყველამ ერთად ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და ერთად გავიმარჯვეთ კახეთისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის”- წერს ქადაგიშვილი.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღო. მიუხედავად ბოიკოტისა, ბოტკოველმა მისული ამომრჩევლის 5608 ხმა მიიღო.
21 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქადაგიშვილმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 88%, ხოლო ბოტკოველმა 9% მოიპოვა.

 

წაიკითხეთ ასევე: 

ქადაგიშვილს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უხერხულობას არ უქმნის

მსგავსი პოსტები

Back to top button