Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 26 ნოემბერს მალტას შეხვდება

223

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 26 ნოემბერს მალტას შეხვდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქალთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 26 ნოემბერს მალტას შეხვდება, დასკვნით მატჩში კი პიეველ დეკემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში იტალიის, ისრაელის, მალტის და ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად ასპარეზობს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ წლის ბოლო მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი დაასახელა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი