ოპერაცია კახის რაიონში

სამართალდამცველებმა კახის რაიონში რელიგიური პროპაგანდისა და რელიგიური შეკრების აღსაკვეთად ოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციის შედეგად კახის რაიონის – 44, ზაქათალის – 9, ხოლო ბაქოს 5 მცხოვრები დააკავეს.

ერთ-ერთი დაკავებულის გივი ხუციშვილის, ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ხუციშვილი კახის რაიონში კანონით აკრძალულ რელიგიურ შეკრებებს მართავდა.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს, 219 ერთეული რელიგიური ლიტერატურა, რომელსაც რელიგიურ სტრუქტურებთან მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის რეგისტრაცია არ გაუვლია. ის შესაბამის ორგანოებს გადაეცა მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახის რაიონის პოლიცია აწარმოებს.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button