კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე, გრიფით საიდუმლო მასალებს გაეცნობა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დღეს გრიფით საიდუმლო მასალებს გაეცნობა. უფლებადამცველის განმარტებით მას არ აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტებში იპოვის მტკიცებულებებს, რომლითაც პასუხი გაეცემა უფლედამცველებისა და ოჯახის კითხვებს.

“არ გამოვრიცხავ, ფორმალურად შექმნეს რაღაც, რადგან რაც კი რეალური და პრობლემურია, ყველაფერს ცდილობენ, რომ არარსებულად აქციონ, როდესაც უკვე პირდაპირ დასტურდება ყველაფერი”, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. სატელიტის ფოტოების საკითხზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button