მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს სიღნაღში მერია დაეხმარება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ზედელაშვილების ოჯახს, რომელსაც ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაეწვა, მერია დაეხმარება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერია დაზარალებულ ოჯახს, 5000 ლარს გადასცემს. „

“ფაქტობრივად , სრულად გაუნადგურდათ ყველაფერი. თვითონ ოჯახს არ მოუმართავს, ჩვენ დავვინტერესდით, რადგან რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ამიტომ, რასაც ასეთი შემთხვევებისთვის,  ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს, იმ თანხას სრულად მიიღებენ. ამ ეტაპზე ნათესავთან არიან და იმედი მაქვს, მალე საკუთარ ჭერს დაუბრუნდებიან “- განაცხადა ბატიაშვილმა.

ქალაქ წნორში მცხოვრები ზედელაშვილების ოჯახში ხანძარი რადენიმე დღის წინ გაჩნდა . ხანძრის შედეგად, ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მთლინად დაიწვა. ცეცხლმა გაანადგურა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ხანძრის წარმოშობის მიზეზი.
ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ, რომლებმაც გამოძიებას შესაბამისი დასკვნა უახლოეს დროში უნდა წარუდგინონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button