მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მარიამ ჯაშს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკოსი, მარიამ ჯაში კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაში სახლში მკურნალობს და კარგად გრძნობს თავს.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 128 შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526, მათგან მძიმე პაციენტია 932, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button