მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფიროსმანის მუზეუმი იკეტება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლ- მუზეუმი, მუშაობას შეაჩერებს.
მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განმარტებით, მუშაობის შეჩერების მიზეზი, ერთ- ერთი თანამშრომლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.

“ერთ- ერთ თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ- 19 დაუდასტურდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მივმართოთ სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე. ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რა ვადაში უნდა აღვადგინოთ საქმიანობა”- განაცხადა აბაშიძემ, რადიო ჰერეთთან.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კოვიდ- 19- ის, 3723 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 326 პირი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაინფიცირდა.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში, 26 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button